(რეზონანსი) ნიუ-იორკის სასამართლომ დაკავებულ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის, ნაზო გაფრინდაშვილის განცხადებით, კიდევ ერთ დაკავებულზე სასამართლო გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებს და იმედოვნებს, რომ ლევან მაყაშვილს გაათავისუფლებენ.
„გვეგონა, რომ დღეს გაათავისუფლებდნენ, მაგრამ სხვა მოსამართლე იყო და გადაწყვიტეს, რომ წინასწარი 6-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯონ. ზოგადად დაასახელეს აზარტული თამაშები, ნარკოტიკები, იყო იარაღი" , - განაცხადა ნაზო გაფრინდაშვილი.
ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. ადვოკატის ინფორმაციით, ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე სპეცოპერაციის დროს შეცდომით დააკავეს და მათ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი არ აქვთ.
ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ.პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს. ქართველ სპორტსმენებს რამდენიმე მძიმე ბრალი აქვთ წაყენებული, რომელთაგან ზოგი 20, 40- წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.