რეზონანსი
10.06.2017

 (რეზონანსი) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია. თანამდებობები დატოვეს უფროსის მოადგილემ, მიხეილ ახვლედიანმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი გრძელიშვილმა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ის გუშინ მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

გიორგი ბადაშვილმა კარიერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან დაიწყო. 2014 წლის 21 იანვრიდან, 2015 წლის 2 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა. 2015-2017 წლებში საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×