რეზონანსი
10.06.2017

 (რეზონანსი)მიწების გასხვისების შესახებ ახალ საკანონმდებლო რეგულაციაზე და სოფლის მეურნეობის პრობლემებზე, პრეზიდენტმა „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა,რომ თავის სოფელში, მიწაზე თავად მუშაობს.

„მეც მიწაზე მომუშავე ადამიანი ვარ, სულ დუშეთში ვცხოვრობ. მე პომიდორიც მომყავს, კიტრიც და კარტოფილიც. ერთად დავთესეთ მე და ლუკაშენკომ და ვეჯიბრებით, ვინ უკეთეს კარტოფილს მოიყვანს. თუმცა, მე ეს გაჭირვებით არ მაქვს, ხალხს კი უჭირს" , - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართულ სოფლებში გლეხი მხოლოდ ყოველდღიურობისთვის შრომობს და ბიზნესის მხრივ, სოფლის მეურნეობა ვერ ვითარდება.

„სოფლებში ყოფა ბევრი თვალსაზრისით ძალიან მძიმეა . სოფელში ადამიანები მიწაზე მუშაობენ იმისთვის,რომ გადარჩნენ. ამის იქეთ, სოფლის მეურნეობა ბიზნესის მხრივ, ვერ ვითარდება. ჩამოდი ჩემთან ერთად და ნახე როგორი რთულია მიწის მოვლა. ჩამოდი და ნახე როგორ ვცხოვრობ და როგორი რთულია, რომ ჰგონიათ,პომიდორი ხეზე იზრდება" , - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×