რეზონანსი
09.06.2017

 (რეზონანსი) ნიუ-იორკში, სამედიცინო სასწავლების სტუდენტ ჯერი ალკანტერს, რომელმაც კურსდამთავრებულების საზეიმო ცერემონიაზე მისვლა მეტროს მატარებლის შეფერხების გამო ვერ შეძლო, დიპლომი მოგვიანებით, პირადად მისთვის, ინდივიდუალურად მოწყობილ ცერემონიაზე გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „Associated press"-ი ავრცელებს.

კურსდამთავრებულს დიპლომი ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჯენიფერ ჰანტერმა და სამედიცინო ფაკულტეტის დეკანმა გადასცა.

30 მაისს, ჯერი ალკანტერი და სხვა მგზავრები მეტროს მაშველ მატარებელს საათნახევარი ელოდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში მგზავრებმა კურსდამთავრებულს გამოსაშვები საღამოს ცერემონიის იმიტაცია მოუწყვეს.

ალკანტერი აცხადებს,რომ ის პროფესიით მუშაობას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, მაგრამ გამოცდისთვის ემზადება და ექთნის პროფესიით დასაქმების იმედი აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×