რეზონანსი
09.06.2017

 (რეზონანსი) კატალონიის ავტონომიური მთავრობის გადაწყვეტილებით, კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს დაინიშნა. ამის შესახებ სააგენტო „Reuters"-ი წერს.

ავტონომიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის თქმით, ესპანეთის ავტონომიური რეგიონის მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვას: „გსურთ თუ არა, რომ კატალონია გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო რესპუბლიკური მმართველობის ფორმით? ".

დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი რეგიონში 2014 წლის ნოემბერში უკვე გაიმართა. ელექტორატმა მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა, თუმცა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმის შედეგები არ ცნო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×