რეზონანსი
08.06.2017

 (რეზონანსი) მსოფლიო ჩემპიონი, ავთანდილ ხურციძე „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ხურციძე მომხდარს გაუგებრობას უწოდებს.

„გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება, განვაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის" , - წერს სპორტსმენი სოციალურ ქსელში.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.

ქართველ სპორტსმენთა ნაწილი აშშ-ში ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებს. „დაკავებულები ნამდვილად ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან, თუმცა ისინი გაუგებრობაში მოყვნენ" , - აცხადებენ სპორტსმენები.

ამერიკის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ და მათ ბრალად თაღლითურ შეთანხმებებში მონაწილეობა ედებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×