(რეზონანსი) აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს,რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „Twitter"-ს დიდ დროს უთმობს. ამის შესახებ გამოკითხვა, გამოცემა „Time"-მა ჩაატარა.
რესპონდენტთა 59 % მიიჩნევს,რომ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ნაკლებად უნდა იაქტიუროს. 53 % კი ფიქრობს, რომ „Twitter"-ზე ტრამპის აქტიურობა მის იმიჯს დააზარალებს.გამოკითხულთა 51 % პრეზიდენტის „Tweet"-ებში ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს ხედავს.
ტრამპმა კვლევის შედეგების საპასუხოდ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქტიურობას გააგრძელებს.
„ეს ყალბი კვლევა ტარდება იმისთვის,რომ შევამცირო სოციალური აქტიურობა. მათ სძულთ,რომ მე შემიძლია მარტივად და გულწრფელად გავასაჯაროვო ჩემი გზავნილები" , - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გამოკითხვაში მონაწილეობა 2 ათასამდე რესპონდენტმა მიიღო. კვლევის ცდომილება დაახლოებით 2 %-ია.