რეზონანსი
08.06.2017

 (რეზონანსი) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისას, მომხმარებელი ადგილობრივი სატელეფონო ტარიფებით სარგებლობას შეძლებს. ევროკავშირი საქართველოსთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ 5 ქვეყნისთვის, მობილურის როუმინგული საფასურის გაუქმებას გეგმავს. ეს ქვეყნებია: უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა და ბელარუსი. ამის შესახებ ინფორმაციას, ევროპის საგარეო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, ბორის იაროშევიჩი ადასტურებს.

„თუ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, ან პირიქით, ამ ქვეყნებიდან ევროპაში მოგზაურობ, როუმინგის საფასური ძალიან მაღალია. ჩვენ გავაუქმეთ ეს გადასახადი ევროპაში და ახლა პარტნიორებთანაც იმავეს ვაპირებთ" , - განაცხადა ბორის იაროშევიჩმა.

მისი თქმით, საბოლოო ტარიფს მობილური ოპერატორები დაადგენენ, მაგრამ ის იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. პროცესი სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.

„თუ ტელეფონის ქართული ნომრით წახვალთ ბელგიაში, ზარებზე არ უნდა დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე საქართველოში გჭირდებოდათ. გაცილებით იაფი უნდა იყოს. ამ ინიციატივის შესახებ, ბრიუსელის დეკლარაციაშიც გაკეთდება ჩანაწერი და მუშაობის დასრულებას რამდენიმე წელი დასჭირდება", - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×