რეზონანსი
08.06.2017

 (რეზონანსი) დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები განსაზღვრავს მომავალი მთავრობის შემადგენლობას, ასევე იმას, თუ ვინ გამართავს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის პირობების შესახებ. „ბრექსითის" შესახებ მოლაპარაკებები სავარაუდოდ, 19 ივნისს დაიწყება.

დიდი ბრიტანეთის 650 საარჩევნო ოლქიდან, თითოეული ერთ დეპუტატს აირჩევს. იმის მიხედვით, თუ რამდენ მანდატს მიიღებს თითოეული პარტია, ქვეყანას ეყოლება ერთპარტიული ან კოალიციური მთავრობა.საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება.

ბრიტანეთის პარლამენტში ადგილებისთვის, ტერეზა მეის მმართველი „კონსერვატიული პარტია", ჯერემი კორბინის „ლეიბორისტები" და ტიმ ფარონის „ლიბერალ-დემოკრატები" იბრძვის.

ბრიტანული „Times"-ისთვის ჩატარებულ კვლევაში, კონსერვატორებს 42%-იანი, ლეიბორისტებს კი 35%-იანი მხარდაჭერა აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×