რეზონანსი
08.06.2017

 (რეზონანსი) პროკურატურამ ომბუდსმენის რეკომენდაცია გაითვალისწინა და დაკავებისას სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ვებგვერდზე ავრცელებს.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურორის მოხსენება, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულმა განაცხადა, რომ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, 2017 წლის 5 ივნისს დაკავებისას, გლდანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პროკურატურა საქმის გამოძიებისთვის, მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შექმნას გეგმავს. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ჯგუფის წევრები გაეცნობიან სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მოამზადებენ დასკვნას, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები პროკურატურისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×