რეზონანსი
07.06.2017

 (რეზონანსი) მესაზღვრეებმა დუშეთის რაიონის, სოფელ გრემისხევში საქართველოს 4 მოქალაქე ნუკრი თვაური, აკაკი პაპუკაშვილი, ზაურ გიგაური და ზურაბ გედევანიშვილი დააკავეს. ისინი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. აღნიშნულ პირებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება" ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება.

4 ადამიანის დაკავებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ. უწყების წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების საკითხს, ქართული მხარე ერგნეთში, დღევანდელ მოლაპარაკებაზე დააყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×