რეზონანსი
06.06.2017

 (რეზონანსი) სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უსინათლოთათვის ლარის ამომცნობი პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა. აპლიკაციის სახელწოდებაა „Lari Reader" და მისი მეშვეობით უსინათლო ადამიანები ლარის კუპიურის ამოცნობას შეძლებენ.

აპლიკაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის შშმ ბენეფიციარებმა შექმნეს.

შვიდმა ახალგაზრდამ „პროგრამირების ინკლუზიური კურსი" წარმატებით დაასრულა. საპილოტე პროგრამის ფარგლებში მათ შეისწავლეს მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი. კურსის დასრულების შემდეგ, სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მათ სერთიფიკატები გადასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×