(რეზონანსი) დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის უნივერსალური სისტემა დაინერგება. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ნარმანიას თქმით, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათით მგზავრობის საფასურის გადახდის შესაძლებლობა ტურისტებისთვისაც და ადგილობრივი მოახლეობისთვისაც კომფორტული იქნება.
„ჩვენ საკმაოდ მოცულობითი კვლევები ჩავატარეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით,
მიმდინარეობს მეტროს მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ჩვენი შემდგომი პრიორიტეტია. ცვლილებები ეხება ხარისხის გაუმჯობესებას, ამ ეტაპზე ტარიფთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს. გადახდის სისტემა უმჯობესდება, ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ ახალი, უფრო უნივერსალური გადახდის სისტემაზე კონკურსს, რომელიც არა მხოლოდ მეტროს ბარათებით გადახდას უზრუნველყოფს, არამედ პლასტიკური ბარათებითაც იქნება გადახდა შესაძლებელი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.