(რეზონანსი) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, ცვლილებები, რომელიც საკნებში მსჯავრდებულთა დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით განთავსების საკითხს შეეხება, პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებში უკვე შევიდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებებში, მსჯავრდებულებიდანაშაულების მიხედვით გადანაწილდებიან. როგორც წესი, საკნებში სხვა კატეგორიის დანაშაულში ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოათავსებენ ისეთ პირებს, რომლებიც არიან სამოხელეო, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, ფულად-საკრედიტო სისტემაში, საფინანსო საქმიანობის სფეროში, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულებსა და კიბერდანაშაულის ჩადენისთვის.
აღნიშნული ცვლილება უკვე ძალაშია.