(რეზონანსი) აშშ-ის პოლიციის ცნობით, ფლორიდის შტატში, კერძოდ ორლანდოში რამდენიმე გასროლა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი სროლა გეი-კლუბში მომხდარი ინციდენტის წლისთავს ემთხვევა.
2016 წლის 12 ივნისს, ეთნიკურად ავღანელი ომარ მატინი, ორლანდოში ღამის გეი-კლუბს თავს დაესხა. ტერორისტმა გასასვლელები ჩაკეტა და შენობაში რამდენიმე მძევალთან ერთად დარჩა. რამდენიმე საათში, ეჭვმიტანილი ლიკვიდირებული იყო. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, მათ შორის ტერორისტი. 53 დაშავდა. ეს ტერაქტი, აშშ-ის მასობრივი სროლების ისტორიაში, ყველაზე მასშტაბურად ითვლება.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმფწიფომ აიღო".