(რეზონანსი) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის შიდა ქართლის მონაკვეთზე გუშინ საღამოს მომხდარი სამი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
პირველ შემთხვევაში, იგოეთთან მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც არსებული ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელია, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავარიის შედეგად მძღოლის მეუღლე, 8 თვის ორსული გარდაიცვალა.
გარდა ამისა, გორთან მომხდარ კიდევ ერთ ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ ზერტში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
ასევე, გორი-ხაშურის მონაკვეთზე ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. საჭესთან მჯდომი ახალგაზრდა ქალი და 60 წლამდე ასაკის მამაკაცი.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.