რეზონანსი
05.06.2017

 (რეზონანსი) თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, იგოეთთან ავარია მოხდა, რომელსაც ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×