(რეზონანსი) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაადასტურეს, რომ გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება
მათივე ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით განცხადება ორშაბათს გაკეთდება.
„გიორგი ბადაშვილი და მისი გუნდი ამ ეტაპზე აგრძელებს მოვალეობის შესრულებას, თუმცა განიხილება მისი სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი. საკითხზე განცხადება ორშაბათს გაკეთდება", - აცხადებენ პრესსამსახურში.
გიორგი ბადაშვილის მიერ თანანმდებობის დატოვებას ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, მომხდარი ამბავი გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებულ ინციდენტთან კავშირში არ არის. ჯეჯელავა, ბადაშვილის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლას მიმდინარე საკადრო საკითხს უწოდებს. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ არის ბადაშვილის შემცვლელი აღნიშნულ თანამდებობაზე.