რეზონანსი
04.06.2017

 (რეზონანსი) „The Guardian"-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ ლონდონის ტერაქტის გამო წინასაარჩევნო კამპანია შეაჩერა. ამის შესახებ პრემიერმინისტრის წარმომადგენლის განცხადებაშია ნათქვამი.

წინასაარჩევნო კამპანია შეაჩერა ასევე ოპოზიციურმა-ლეიბორისტულმა პარტიამ. განცხადება პარტიის ლიდერმა კეჯემი კორბინმა გააკეთა. მისი თქმით, ლეიბორისტები 4 ივნისის საღამომდე შეხვედრებს არ გამართავენ და ამის ტერაქტის შეეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს პატივს მიაგებენ. წინასაარჩევნო შეხვედრები შეაჩერეს ასევე ლიბერალ-დემოკრატებმა.

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 48 ადამიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×