რეზონანსი
03.06.2017

 (რეზონანსი) გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა" ივნისის ნომრის გარეკანზე დონალდ ტრამპის ნახატი გამოაქვეყნა, რომელიც ცეცხლოვან დედამიწას ისვრის. ჟურნალის კარიკატურაზე აშშ-ის პრეზიდენტი გოლფის მოთამაშედაა წარმოდგენილი, რომელიც ბურთის ნაცვლად, დედამიწას ისვრის. ნახატს თან ახლავს წარწერა: „You are fired" - „შენ გათავისუფლებული ხარ".

1 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ განაცხადა. მის გადაწყვეტილებაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ როგორც პოლიტიკოსებს, ასევე მსოფლიო ვარსკვლავებს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა გაეროს კლიმატის ფონდიც დატოვა.განცხადება ქვეყნის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს უფროსმა, სკოტ პრიუტმა გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×