რეზონანსი
03.06.2017

 (რეზონანსი) კომპანია „ნატურ ბრავო"-ს განცხადებით, მცირე საწარმოები, რომლებიც ნახევარფაბრიკატებს სარდაფებში, ყოველგვარი ჰიგიენური და შენახვის პირობების დარღვევით აწარმოებენ, პროდუქციას დაბალ ფასად ჰყიდიან და ბაზარზე სხვა საწარმოებს კონკურენციას უწევენ.

„ნატურ ბრავო"-ს ხელმძღვანელი, ეკა კობახიძე სექტორში არსებული პრობლემების შესახებ გადაცემა „საქმის კურსთან" საუბრობს.

„ჩვენ ვმუშაობთ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, სუფთად მუშაობა კი სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ ჩვენ კვირაში დეზინფექციისთვის ვხარჯავთ 200 ლარს, ის საწარმო არანაირად არ ხაჯავს. ჩვენ ვყინავთ ჩვენს პროდუქციას შოკ-მაცივრებში, რომლის გამოც დენის გადასახადი გვაქვს 3-4 ათასი ლარი. ჩვენ ვყინავთ -30 გრადუსზე, ისინი კი ყინავენ -15 გრადუსზე, რის გამოც ელექტროენერგიის მინიმალური დანახარჯი აქვთ" , - განაცხადა ეკა კობახიძემ.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ყველა დიდ ქალაქში დაახლოებით 30-40 ასეთი საწარმოა, რომელსაც სარდაფში, ბინაში აქვს მოწყობილი ობიექტი და პრინტერეზე ამობეჭდილი ეტიკეტებით უშვებს პროდუქციას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×