რეზონანსი
03.06.2017

 (რეზონანსი) „აქ მზე დაპატიმრებულია" - ამ სლოგანით ქუთაისში აქცია-წარმოდგენა გაიმართა, სადაც სკვერებისა და რეკრეაციული ზონების ადგილას მშენებლობები გააპროტესტეს.

ნინოშვილის პარკში გამართული სიმბოლური აქციის ორგანიზატორები კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობა „350.org" და სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი" არიან.

აქციის ორგანიზატორების განცხადებთ, ეკოლოგების დასკვნით, ნინოშვილის პარკში არსებულ ხეებს რამდენიმე წელიწადში გახმობა ემუქრებათ, რადგან წლების წინ ქუთაისის ხელისუფლებამ სკვერში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა გასცა.აქციის ფარგლებში ადგილზე პერფორმანსიც გაიმართა, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა მზის გათავისუფლება სცადეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×