რეზონანსი
02.06.2017

 (რეზონანსი) საფრანგეთის პროკურატურამ ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი მისი მთავრობის მინისტრის, რიშარ ფერანის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ონფორმაციას „BBC"-ი, ფრანგულ „Bfmtv"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქ ბრესტის პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რამდენიმე გამოცემამ ფერანის ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით სტატიები გამოაქვეყნა.

სტატიებში საუბარია, რომ ფერანი ბოროტად იყენებდა საკუთარ თანამდებობას, ერთ-ერთ მაგალითად კი მისი შვილის შემთხვევა მოჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, მას ასისტენტად საკუთარი შვილი ჰყავდა აყვანილი და ოთხი თვის განმავლობაში ხელფასს საპარლამენტო ფონდიდან უხდიდა.

პუბლიკაციების მიხედვით, ფერანის ხელმძღვანელობით, 6 წლის წინ არსებული ურთიერთდახმარების სადაზღვევო კომპანია ბრეტანი, საოფისე ფართებს მისი ცოლისგან ქირაობდა.მინისტრი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×