რეზონანსი
02.06.2017

 (რეზონანსი) 2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს დაფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განსაზღვრეს. შემოწმების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის მონიტორინგს 14 წერტილში ახორციელებს, ხოლო მტკვრის შენაკადებს 17 წერტილში აკვირდებიან.

მტკვრის დაცვის დღე 1999 წლიდან აღინიშნება. მტკვრის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია. მდინარის მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390 კილომეტრია. მტკვარი ტრანსსასაზღვრო მდინარეა, რის გამოც ეს დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×