რეზონანსი
02.06.2017

 (რეზონანსი) ედიშერ ქარჩავა საპატრიარქოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. იგი ამბობს,რომ მომავალში საპატრიარქოს შენიშვნას გაითვალსწინებს და საჯარო განცხადებების გაკეთებას აღარ აპირებს. იურისტის თქმით, ის თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს.

„საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით, მე შემიძლია ცალსახად და გარკვევით გითხრათ, რომ საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ, ჩემს მოვალეობას ჩვეულებრივ ვაგრძელებ" , - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა და თავის იურისტს, ნებართვის გარეშე, პირადი ინიციატივებისგან თავის შეკავება ურჩია. განცხადების მიხედვით, ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი სატელევიზიო გამოსვლები საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო.

ედიშერ ქარჩავამ მეუფე პეტრეს წინააღმდეგ ბოლო დღეებში განცხადებები გააკეთა.იურისტის თქმით, მას წერილობითი მტკიცებულება გააჩნია, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორებასა და მოკვდინებას ცდილობდა. მეუფე პეტრემ საპატრიარქოს იურისტის ბრალდებას ცილისწამება უწოდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×