რეზონანსი
01.06.2017

 (რეზონანსი) საპატრიარქო თავის იურისტს, ედიშერ ქარჩავას ნებართვის გარეშე, პირადი ინიციატივებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მისი სატელევიზიო გამოსვლების შესახებ საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს,რომლის მიხედვითაც ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული.

„გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია. ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის" , - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×