რეზონანსი
01.06.2017

 (რეზონანსი) ტრამპის ადმინისტრაციამ ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა. ახალი წესები სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული სახელების მითითებასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას „Reuters"-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ის საკონსულოების თანამშრომლებს უფლება ექნებათ მოითხოვონ წინა პასპორტების ნომრები და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული გვერდების დასახელება. აპლიკანტმა ასევე უნდა წარადგინოს ბოლო 15 წლის დეტალური ბიოგრაფია, მათ შორის დასაქმების მონაცემები და მგზავრობების ისტორია.

სავიზო ანკეტაში აღნიშნული კითხვები მითითებულია, როგორც არასავალდებულო, თუმცა მათი შეუვსებლობის შემთხვევაში, ვიზის გაცემა შეიძლება გაჭიანურდეს, ან ვიზის გაცემაზე უარი მიიღოთ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×