(რეზონანსი) ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის დამლაგებელმა, სამსახური დაბალი ხელფასისა და ბევრი მოთხოვნის გამო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „კოსმოპოლიტენი" ავრცელებს.
სედი რაისის ხელფასი წელიწადში 35 ათასი ფუნტი იყო. ის დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ქეითისა და უილიამის სასახლეში, „ანმერ ჰოლში", რომელიც ნორფოლკში მდებარეობს.
დამლაგებლის მოვალეობაში 10 საძინებელი ოთახის მოვლა, დალაგება, რეცხვა, საყიდლებზე სიარული და ხანდახან საჭმლის მომზადებაც შედიოდა.
ქეით მიდლტონმა ის 2015 წელს დაიქირავა. მანამ სედი დამლაგებლად, 5 წლის განმავლობაში ნორვეგიის სამეფო ოჯახში და შემდეგ ბუკინგემის სასახლეში მუშაობდა.სედი რაისი სამსახურს შემოდგომაზე დატოვებს, როცა ოჯახი კენსინგტონის სასახლეში გადავა.