რეზონანსი
30.05.2017

 (რეზონანსი) უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის პოლიციის თანამშრომლებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა დააკავეს. ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა დმიტრი გოლოვინმა განაცხადა.

მისი თქმით, 29 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქში არალეგალურად იმყოფებოდა, ოდესაში ეთნიკური კრიმინალური ჯგუფების გაკონტროლების მიზნით ჩამოვიდა.

ოდესის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×