რეზონანსი
30.05.2017

 (რეზონანსი) საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა უსახელო ქუჩებისა და სკვერების სახელდების საკითხები განიხილეს.

კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, ნაძალადევის რაიონში ურეკისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე უსახელო სკვერს მწერლის - ოთარ ჭილაძის სახელი დაერქმევა, სამგორის რაიონში, პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩასთან არსებულ სკვერს კი - ჭინჭრაქას სახელი მიენიჭება.

დეპუტატებმა დედაქალაქში რომელიმე უსახელო ქუჩისთვის ფილოლოგ რევაზ სირაძის სახელის მინიჭების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივა განიხილეს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, რევაზ სირაძის სახელი კრწანისის რაიონში არსებულ ორ ჩიხს მიენიჭება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×