რეზონანსი
30.05.2017

 (რეზონანსი) ესპანეთში ტაქსის მძღოლების მიტინგს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მომიტინგეებმა პეტიციის ტექსტის გამოსართმევად მისულ პოლიტიკოსებს კვერცხები დაუშინეს.

ტაქსისტები ხელისუფლებას „მგზავრთა გადაზიდვების შესახებ" კანონის შესრულებას სთხოვენ.

კანონი საკმაოდ მკაცრია და იგი ტაქსისტებს სამუშაოს დასაწყებად, ძვირადღირებული ლიცენზიის აღებას ავალდებულებს. ლიცენზია 120 000-დან 170 000-მდე ევრომდე ღირს და მძღოლებს ლიცენზიის ასაღებად ხშირად კრედიტის აღებაც უწევთ.

ტაქსტისტების გამოსვლამ საერთო-ნაციონალური გაფიცვის ფორმა მიიღო. საპროტესტო აქციები იმართება არა მხოლოდ მადრიდში, არამედ, ესპანეთის სხვა წამყვან ქალაქებშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×