(რეზონანსი) ივნისში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამ მნიშვნელოვან სატესტო მატჩს გამართავს. ეროვნული გუნდის მეტოქეები კანადის, ამერიკის და არგენტინის ნაკრებები იქნებიან. მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ტესტ-მატჩებისთვის 36 მორაგბე გამოიძახა.
ტრავმის გამო შვიდი მორაგბე: ქუბრიაშვილი, თეთრაშვილი, მაისურაძე, გორგაძე, ლიპარტელიანი, სიჭინავა და სვანიძე ამერიკაში ვერ გაემგზავრებიან. მიხეილ ნარიაშვილი, ვიტო კოლელიშვილი და ლევან ჩილაჩავა კი გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდებიან.
ივნისის სატესტო მატჩებში საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე იქნება. პირველ სატესტო მატჩში ქართველი მორაგბეები კანადის გუნდს, ქალაქ კალგარის სტადიონზე შეხვდებიან. შეხვედრა 10 ივნისს, თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება.
4 მაისს ყველასთვის საამაყო მორაგბემ, მამუკა გორგოძემ სარაგბო კარიერა დაასრულა.