რეზონანსი
28.05.2017

(რეზონანსი) დიდი ბრიტანეთის პრემიერი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ კომისიას ქმნის. კომისიის შექმნის იდეა პირველად კონსერვატიული პარტიის მანიფესტში გაჟღერდა, რომელიც მანჩესტერის ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა.

ტერეზა მეის თქმით, კომისიის ამოცანა რადიკალური ისლამისგან ბრიტანული ფასეულობების დაცვა და ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მიცემა იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტ სალმან აბედის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს უშიშროების სამსახურს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გასულ წელს მიაწოდა.

მაშინ ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სალმან აბედი თანამზრახველებთან ერთად ერთ-ერთ პოლიტიკურ ფიგურაზე თავდასხმის მზადების მოტივით დააკავეს, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.

მანჩესტერში ტერაქტი 22 მაისს, არიანა გრანდის კონცერტზე მოხდა. აფეთქებას ემსხვერპლა 22 ადამიანი. დაღუპულთა შორის 12 ბავშვია. დაშავდა 59 ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე. წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×