რეზონანსი
27.05.2017

 (რეზონანსი) მეცნიერების თქმით, მამები მათ გოგოებს და ვაჟებს განსხვავებულად ექცევიან. ჩვილი ბავშვების მიმართ მამების განსხვავებული ქცევა ყოველდღიური ურთიერთობების გარდა, მათ საქმიანობაზეც აისახება. ამის შესახებ კვლევის შედეგებს გამოცემა "ibtimes"-ი ავრცელებს.

კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები მეტად ფრთხილად ექცეოდნენ გოგოებს და მათი სურვილების მიმართ მეტ ყურადღებას იჩენდნენ. ისინი ძილის წინ გოგოებს მეტად უმღეროდნენ და ეძახდნენ ალერსიან სიტყვებს. ბიჭ ბავშვებთან მოფერებისას კი იყენებდნენ სიტყვებს, ამაყი, გამარჯვებული.

კვლევის მიხედვით,მამები სხვადასხვა სქესის ბავშვებს განსხვავებულად ექცევიან. ხშირად მათ ქცევაში გენდერული სტერეოტიპები ვლინდება. ამის შესახებ მეცნიერები მამაკაცის ტვინის სკანირებით მსჯელობენ. მათი მტკიცებით, მამაკაცები მეტად ყურადღებიანად გოგოებს ზრდიან.

მეცნიერებმა ატლანტაში მცხოვრები 52 ბავშვის მამა გამოკითხეს. მათგან 30-ს გოგო ჰყავდა, 22-ს კი ბიჭი. მათ სთხოვეს, რომ ქამარზე სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა დაემაგრებინათ, ბავშვებთან ყოველდღიური ურთიერთობის ჩასაწერად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×