რეზონანსი
27.05.2017

 (რეზონანსი) პარტია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურაა წარდგენილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გიგა ბოკერია, გენერალური მდივნის პოსტზე გიგი უგულავა, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატად - ელენე ხოშტარია. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა სპორტის სასახლეში, მოძრაობა „ევროპული საქართველოს" ყრილობაზე განაცხადა.

„ევროპულმა საქართველომ" დღეს პირველი დამფუძნებელი ყრილობა გამართა,რომელსაც პარტიის 500-მდე ხმოსანი დელეგატი, პოლიტსაბჭოს პარტიის თავმჯდომარე და გენერალური მდივანი აირჩევს.

„ჩვენი პარტია არის „ქართული ოცნების" ერთადერთი რეალური ალტერნატივა, რომელსაც რეალურად აქვს უნარი, აიღოს თავისთავზე პასუხისმგებლობა და ქართული ეკონომიკა კრიზისიდან გამოიყვანოს" , -განაცხადა პარტიის წევრმა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×