რეზონანსი
26.05.2017

 (რეზონანსი) ეგვიპტეში, ელ-მინიას პროვინციაში, კოპტი ქრისტიანების ავტობუსისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 30 მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც საინფორმაციო პორტალი „Al-Ahram"-ი იუწყება, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრაგიკული ინციდენტი დედაქალაქ კაიროდან 250 კილომეტრში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ელ-მინიას პროვინცია კაიროდან 220 კილომეტრში მდებარეობს.

კოპტებზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელმა ტერორისტებმა ბზობის დღესასწაულზეც მოაწყვეს. აფეთქებები ქალაქ ტანტასა და ალექსანდრიის კოპტურ ეკლესიებში მოხდა. ტერაქტებს 44 ადამიანი ემსხვერპლა და 100-ზე მეტი მძიმედ დაშავდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×