რეზონანსი
26.05.2017

 (რეზონანსი) გენერალური შტაბის უფროსის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე ქართული და დასავლური, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების ჯავშანტექნიკაა წარმოდგენილი. საჰაერო თავდაცვის საშუალებები კი აღლუმზე წარმოდგენილი არ იქნება.

„წელს არ იქნება წარმოდგენილი საჰაერო კომპონენტი. მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე. საჰაერო კომპონენტის წარმოდგენის საკითხი სავარაუდოდ მომავალ წლებში განიხილება. ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენს ავიაციის გადაფრენა" , - განმარტავს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×