რეზონანსი
26.05.2017

 (რეზონანსი) კონგრესის ქვედა პალატის კანდიდატს, „რესპუბლიკური პარტიის" წევრ გრეგ ჯიანფორტეს, „გარდიანის" რეპორტიორის ცემის გამო ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ თავად „გარდიანი" იუწყება.

ინციდენტი მონტანას შტატში, ჯიანფორტეს შტაბბინაში მოხდა. დაზარალებული ჟურნალისტის, ბენ ჯეიკობსის თქმით, მას მხოლოდ კითხვის დასმა უნდოდა, პოლიტიკოსმა კი პასუხზე უარი განაცხადა და მას თავს დაესხა.

გაზეთმა ინციდენტის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც ისმის, რომ პოლიტიკოსი ჟურნალისტს კითხვის მოგვიანებით დასმას სთხოვს ან ურჩევს, რომ შტაბის სხვა თანამშრომელს მიმართოს. ამის შემდეგ ისმის ჩხუბის ხმა და ჯიანფორტეს ყვირილი „დავიღალე თქვენგან, თქვენგან ბოლოს ვინც იყო აქ, მანაც იგივე გააკეთა. წაეთრიე აქედან!"

„ფოქს ნიუს"-ის რეპორტიორის, ალისა აკუნას თქმით, ჯიანფორტემ ჯეიკობსს ხელი ქეჩოში ჩაავლო და მიწაზე დაანარცხა. ამის მერე ცემა დაუწყო და სათვალე გაუტეხა.

სამართალდამცველებმა ჯიანფორტეს ბრალი მსუბუქი დაზიანების მუხლით წაუყენეს. პოლიტიკოსისთვის მაქსიმალური სასჯელი შესაძლოა 500 დოლარიანი ჯარიმა ან 6 თვით პატიმრობა იყოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×