რეზონანსი
26.05.2017

 (რეზონანსი) მანჩესტერის ტერაქტში ბრალდებული თვითმკვლელი, ტერორისტი სალმან აბედი ტერორისტულ აქტს მთელი წელი ამზადებდა. ამის შესახებ გამოცემა „თაიმსი" წერს. გავრცელებული ცნობით, ტერორისტმა ერთი წლის წინ ბანკში ანგარიში გახსნა და სწორედ ამ ანგარიშზე ჩარიცხული თანხით იყიდა მანჩესტერის გარეუბანში ასაფეთქებელი მოწყობილობისთვის საჭირო მასალა.

აფეთქებამდე ერთი კვირით ადრე აბედი ლიბიიდან დაბრუნდა, მანჩესტერის ცენტრში ბინა იქირავა და ბომბი ააწყო.

„სქაი ნიუსის" ცნობით, მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილი სალმან აბედი 1994 წელს ამავე ქალაქში დაიბადა. მისი მშობლები ლიბიელები არიან, რომლებიც თავის დროზე მუამარ კადაფის რეჟიმს გამოექცნენ.

მანჩესტერში ტერაქტი 22 მაისს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე, არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა. აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა და 59 მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 ბავშვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×