რეზონანსი
26.05.2017

 (რეზონანსი)ელექტრომობილების ფასი დაიკლებს და ბენზინის საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე იაფი გახდება. ამის შესახებ „ბლუმბერგის" უახლეს კვლევაშია ნათქვამი.

ახალ ენერგიებზე მომუშავე ავტომობილების ფასის კვლევის შედეგად, „ბლუმბერგის" ცნობით, აშშ-სა და ევროპაში 2025 წლისთვის ელექტროენერგია გაიაფდება. შესაბამისად, დაიკლებს ელექტრომობილების ფასიც. მათი ღირებულება 2016 წლიდან 2030 წლამდე დაახლოებით 77%-ით შემცირდება.

ელექტრომობილი შიდაწვის ძრავის გარეშე გადაადგილდება. ის არ მოიხმარს საწვავს და არც გარემოს აბინძურებს.საქართველოში ჯერჯერობით 50 ასეთი ავტომობილი დადის.

სრულად დამუხტული საშუალო კლასის ელექტრომობილი 120 კილომეტრამდე გავლის საშუალებას იძლევა. თბილისში რამდენიმე დასამუხტი სადგური უკვე არსებობს და წლის ბოლომდე 100 ასეთი სადგურის დამონტაჟება იგეგმება.საქართველოში მეორადი ელექტრომობილის ღირებულება 4-5 ათასი დოლარიდან იწყება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×