რეზონანსი
25.05.2017

 (რეზონანსი) საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 11 ათასმა მოსწავლემ ვერ გადალახა. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მოსწავლეებს ჰუმანიტარულ საგნებში უკეთესი შედეგი აქვთ ვიდრე ტექნიკურში.

„პერიოდულად ისმის ჩივილი, რომ გამოცდის შინაარსი პროგრამას არ ემთხვეოდა, რაც ასე არ არის. ხშირ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოსწავლეს შეიძლება ასეთი მაგალითი არ გაუკეთებია. კომპიუტერით ადაპტირებული გამოცდა იმას გულისხმობს, რომ ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ ვამოწმებთ, რამდენად შეუძლიათ ცოდნის გამოყენება" , - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საატესტატო გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყო და 24 მაისს დამთავრდა. გამოცდები 1500-ზე მეტ სკოლაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 47 ათასზე მეტმა მეთორმეტე კლასელმა მიიღო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×