რეზონანსი
25.05.2017

 (რეზონანსი) მანჩესტერის სტადიონზე მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით უკვე 10 ადამიანია დაკავებული. ორი მათგანი, თავდამსხმელის მამა და ძმა, სამართალდამცველებმა ლიბიაში დააკავეს. აბედის მამა იმ დროს აიყვანეს, როდესაც „როიტერის" ჟურნალისტი მასთან ინტერვიუს წერდა. ის აცხადებს, რომ ტერაქტი მის შვილს არ მოუწყვია.

დანარჩენი 8 ეჭვმიტანილი მანჩესტერში აიყვანეს. პარალელურად „ნიუ იორკ თაიმს"-მა სპეცსამსახურის ოპერატიული ფოტო მასალა გაავრცელა, რომელიც ტერაქტის შემდეგ არის გადაღებული. სურათებზე ასახულია ბომბის ნაწილები.

მანჩესტერში ტერაქტი 22 მაისს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე, არიანა გრანდეს კონცერტზე მოხდა. აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა და 60-მდე მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 12 ბავშვია. აფეთქების შედეგად ამერიკელი პოპმომღერალი არიანა გრანდე არ დაშავებულა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×