(რეზონანსი) ფინანსურმა პოლიციამ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, ქონების გადამალვის ფაქტზე, 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული მეწარმეები,საგადასახადო ვალდებულებებისა და ინვენტარიზაციისას დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ახალ, ფიქტიურ საწარმოებს არეგისტრირებდნენ. ხშირ შემთხვევაში იმავე მისამართზე, მათი ოჯახის სხვა წევრებზე, შემდეგ კი მოჩვენებითი გარიგებით, საქონლის გადაწერის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებას მალავდნენ.
ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიონ ლარზე მეტის ზიანი მიაყენეს.საქმეზე გამოძიება გრძელდება და ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.