რეზონანსი
24.05.2017

 (რეზონანსი) ბრიტანელი მსახიობი როჯერ მური, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ „აგენტ 007"-ის როლით გაიცნო, 90 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა, - ვარსკვლავი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

როჯერ მური რიგით მესამე მსახიობი იყო, რომელმაც ლეგენდარული ჯეიმს ბონდი განასახიერა. „ბონდიანაში" ის 12 წელი იყო - 1973-1985 წლებში მან ცნობილი აგენტის შესახებ გადაღებულ შვიდ ფილმში მიიღო მონაწილეობა.

„ოქროს გლობუსის" მფლობელი მური არასოდეს ყოფილა ნომირირებული „ოსკარზე". ჰოლივუდის დიდების ხეივანში მას 2007 წელს ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×