რეზონანსი
24.05.2017

 (რეზონანსი) ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ სოციალურ ქსელში საბანკო დავალიანების მქონე ქვეყნების სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო, ბანკის ვალებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს ბანკის ვალი აქვს.

„სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეშფოთებას გამოხატავდა, რომ საქართველოში ყოველი მესამე სესხის ამღები ფიზიკური პირი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდიდა ბანკის ვალის მომსახურებისათვის ყოველთვიურად. დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება" , - წერს მიხეილ დუნდუა.

ეკონომისტის თქმით, 2012 წლის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა, განზრახ, უყურადღებოდ დატოვა მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო აქტიური საბანკო სარეკლამო შეთავაზებები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევრორეგულაციების მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემა მკაცრ სანქციებს უნდა ექვემდებარებოდეს და სესხის დაფარვის გრაფიკი უნდა იყოს მოქალაქის შემოსავლის ადეკვატური.

„იმედის მომცემია, რომ დღეს ეროვნული ბანკის ახალი ხემძღვანელობის პირობებში ოფიციალურად გაცხადდა სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულების მზაობა. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, რომ საბანკო სექტორი აქტიურად ჩადგეს ეკონომიკის განვითარების და არა ჭარბვალიანობის დამძიმების სამსახურში " , - წერს დუნდუა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×