რეზონანსი
24.05.2017

 (რეზონანსი) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში საქართველოსთვის 34,1 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიზაციისკენ, ეკონომიკური განვითარებისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

ევროპისა და ევრაზიის პროგრამის ხაზით საქართველოსთვის 28 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის - 3 მილიონი აშშ დოლარი, სტრატიგიული ვაჭრობის კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე - 900 ათასი აშშ დოლარი და ქართველი ჯარისკაცების გაწვრთნის პროგრამაზე - 2,2 მილიონი აშშ დოლარი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ეს ფინანსები გააძლიერებს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და გაზრდის წვდომას ინფორმაციის ობიექტურ წყაროებზე მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც დაუცველია რუსეთის გავლენისგან.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერას თვითონ განსაზღვრონ თავიანთი მომავალი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებით და პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკისა და თავდაცვის გაძლიერებით.

ბიუჯეტის პროექტით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 29%-ით არის შემცირებული. 2017 წლის ბიუჯეტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის 38 მილიარდი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 27,1 მილიარდი აშშ დოლარია ჩადებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×