რეზონანსი
24.05.2017

 (რეზონანსი) თურქეთში 34 წლის ქართველი ემიგრანტი, ელენე გოკაძე, ფაცა ურდუს უბანში, თურქმა ყრუ-მუნჯმა ქუჩიდან მოიტაცა და რამდენიმე საათის განმავლობაში სკამზე მიბმულს აწამებდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, შოთო სიხარულიძე ავრცელებს:

„შემზარავი ამბავი მოხდა დღეს თურქეთში, ფაცა ურდუს უბანში, ათათურქის ქუჩაზე, 34 წლის ელენე გოკაძე ამ ქუჩაზე მცხოვრებმა თურქმა ყრუ-მუნჯმა ქუჩიდან მოიტაცა (გაიტაცა) და რამდენიმე საათის განმავლობაში სკამზე „სკოჩით" მიბმულს აწამებდა" , -წერს სიხარულიძე.

ელენე დილით 8 საათზე გავიდა სახლიდან და დაახლოებით, დილის 10 საათზე ტელეფონს აღარ პასუხობდა. თურქმა ყრუ-მუნჯმა ის სასტიკად აწამა, სკამზე მიბმულს გადაუჭრა ვენები, სახე დანით დაუსერა, საბოლოოდ კი, მას ყელი გამოსჭრა და სიცოცხლეს გამოასალმა. გარდაცვლილი სადარბაზოში მცხოვრებმა თურქმა მეზობელმა იპოვა.

ელენე გოკაძე 10 წელია ემიგრაციაში იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×