რეზონანსი
23.05.2017

 რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის წევრს გელა მიქაძეს, 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით, არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

მიქაძის გარდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ პატიმრობა RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გიორგი ჯანაშიასაც შეუფარდა.

„Gulf Business"-ის ცნობით, აღნიშნული, განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ 12,8 მილიონი აშშ დოლარი უნდა აანაზღაუროს, ხოლო გიორგი ჯანაშიამ კი 4,4 მილიონი აშშ დოლარი.

საქმე ეხება ფოთის საზღვაო პორტისა და ახლად შექმნილი კომპანიის, შპს „Raystar Trade"-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ მის გაუქმებას. კომპანია საქმიანობას 2010-2011 წლებში ეწეოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×