რეზონანსი
23.05.2017

 (რეზონანსი) აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგულარული და ჩარტერული ავიარეისები ბათუმში ზაფხულიდან შესრულდება.

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ავიარეისები დუბაიდან, ბეირუთიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და სანქტ-პეტერბურგიდან დაიწყება.

ფრენები ისევ განხორციელდება ისრაელიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას პროგნოზირებს.

ამ დროისთვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს 15 ავიაკომპანია ახორციელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×