რეზონანსი
23.05.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის ცნობით, ბერლინში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვა გრძელდება. კონფერენციის მეორე დღე ადამიანის ძირითად უფლებებს, სასამართლო ხელისუფლებას, მთავრობას, სახელმწიფო ფინანსებსა და სახელმწიფო თავდაცვაზე მსჯელობას დაეთმობა.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ისაუბრა:

„კონფერენციის ეს ნაწილი უკვე ძირითადად დაეთმობა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლებას. სასამართლოს ნაწილში არის მისი დამოუკიდებლობის დამატებითი გარანტიები, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურატურის გამოყოფა ხდება იუსტიციის სამინისტროდან" , - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

„დაგვრჩა რამდენიმე სესია გარდამავალ დებულებებზე და სხვა საკითხებზე, რაც მოქმედ ცვლილებებში ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით კონსტრუქციაზე, რომლის მიხედვითაც მთლიანად ამოვწურავთ ამ ორი დღის განმავლობაში საკითხებს, რომლებიც კონფერენციაზე სამსჯელოდ იყო გამოტანილი" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×